საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
“გამოძიება არა ვარ მე, მაგრამ ვიცი შედეგი, რომ ეს არის მცდელობა დესტაბილიზაციის იმ მომენტში, როცა ეს ქვეყანა მიდის წინ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, მით უმეტეს, როცა ვამზადებთ მომავალ წელს არჩევნებს, ეს სტაბილურობა, რომელიც არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოზირი, არავისგან არ იყოს შერყვნილი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.