ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც დედაქალაქისა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია გათიშულია რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. “გათიშვის მიზეზებს ვადგენთ. ეს ჩვენგან გამოწვეული არ ყოფილა“-აცხადებენ თელასში.ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა.