“ქვეყნის რეიდერული ხელში ჩაგდება არ გამოგივა, ხიხო”– სააკაშვილი ივანიშვილს

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება. სააკაშვილის  თქმით ივანიშვილი ცდილობს თითოეული ქართველის ცხოვრების ხელში ჩაგდებას. 

“ივანიშვილმა დღეს დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მისი მთავარი ცრუმოწმე ჩემ წინააღმდეგ პროცესებზე, მერაბიშვილის წინააღმდეგ პროცესებზე და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე. მაგრამ ოქრუაშვილმა გადათქვა თავისი ჩვენება  და ღიად დაუპირისპირდა ივანიშვილს. თქვენ ნახეთ რას აკეთებდა ხაზარაძეზე, თქვენ ნახეთ დღეს რაც ქნეს კვესიტაძეზე. თუ 2012 წელს მან რეიდერული შეტევა მოახერხა ხელისუფლების, ახლა ხდება რეიდერული ხელში ჩაგდება თითოეული ქართველის ცხოვრების. ეს არის ბესპრეძელშიკი რეიდერი, რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში ჩადებას. ეს არის ტესტი ჩვენთვის, ვართ თუ არა ერი, გვაქვს თუ არა ღირსება და ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი გასანადგურებელი. მე ვარ მზად საბრძოლველად, დარწმუნებული ვარ საქართველოში ბევრია მზად საბრძოლველად. ეხლა ის ცდილობს აგვისტოს ბოლომდე  მოწმინდოს მთლიანად პოლიტიკური ველი და ჩაიგდოს ყველაფერი ხელში და რეიდერული ჩაგდება ქვეყნის  ხელში დაასრულოს. არ გამოვა არ გამოგივა, ხიხო  არ გამოგივა ბისპრიძელშიკო, შენი მმართველობა ძაან მალე დასრულდება ძალიან აჩქარებ მოვლენებს და კარგი რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია ჩვენც აგიჩქარებთ ჩვენც დაგიძაბავთ ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე.”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილა ვიდეო მიმართვაში.