ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ რუსთავი2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.
“რ2 უნდა გააკოტრონ. სხვანაირად ქიბარს ხელში შერჩება მილიონობით დავალიანება და ასევე საჭირო მილიონები რომ მიმდინარე ვალდებულებები ისტუმროს. ბიძინა მას ფულს არ ჩაუსხამს. გაკოტრებისთვის საჭიროა ეს შოუ, რომელსაც პროკურატურა დგამს.მაგრამ პროკურატურის შოუ ყოველთვის დაბალხარისხიანია და ახლაც გაბანძდებიან.სულ ესაა.ხო, მართლა. რ2 ასეთი ფორმით და შინაარსით არ იარსებებს. დავწერ მაინც”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.