რა აკრძალვები დაუწესა სასამართლომ ნიკა მელიას

საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე იმ აკრძალვების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ნიკა მელიას სასამართლომ დაუწესა.

მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.