“რა “დაპოსტა” ქაცარავამ არ ვიცი”: მეზვრიშვილისთვის უცნობია, არიან თუ არა ოკუპანტები უკვე ხაშურის ტერიტორიაზე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან განაახლეს სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა. ამ სოფელს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ძუკაანთკარს შორის არსებულ გზაზე საოკუპაციო ძალების ექვსმა ნიღბიანმა წარმომადგენელმა დაიწყო მწვანედ შეღებილი კონსტრუქციის გარშემო ბეტონის დასხმა.

თავის მხრივ, სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცოცავი ოკუაცია დიდი სისწრაფით გრძელდება. დავით ქაცარავა წერს, რომ ოკუპანტები ხაშურის ტერიტორიაზე არიან უკვე.

“სოფელ ჩორჩანის ტყეებში რუსები გადაადგილდებიან! ჩვენი პოლიცია არ გვიშვებს და გვიზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას გადაავაადგილდეთ საქართველის ხელისუფლების მიერ კონტროლურებად ტერიტორიაზე! ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ხაშურის რაიონის კუთვნილი უზარმაზარი ტყის მასივი და იქ მდებარე საბადოები ოკუპირებულია! სასწრაფო რეაგირებაა საჭირო!
ამ ამბის სასწრაფო და მასობრივი გაზიარებაა საჭირო! არ დავთმოთ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ძალა ერთობაშია!”, წერს დავით ქაცარავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ “რა დაპოსტა დავით ქაცარავამ არ იცის”. ეს კომენტარი უწყების წარმომადგენლემა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.   

როგორც ცნობილია, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედება 8 თებერვალს განიხილება სოფელ ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება.