საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მიმდინარეობს.
საკრებულოს ბრალდებულ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ექიმებმა კლინიკის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია ჟურნალისტებთან განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს გულის იშემიური დაავადება აღენიშნება.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ჩვენ ახალი მედიკამენტის დამატება დაგვჭირდა და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე დოკუმენტაცია სრულიად არის ნაწარმოები. მისი სრული დიაგნოზი კორონალური სინდრომის გამწვავება არის. მისი გაწერა ორ-სამ დღეშია რეალური. თუმცა, თუ ახალი რეალია შეიქმნება, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. ჩვენი რეკომენდაციაა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციის პირობებში იყოს. ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, მან კლინიკა დატოვოს. ალბათ, სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტს, რომ პროცესი ჩვენთან ჩატარდეს, – განაცხადა კორძახიამ.