“ერთი წლის წინ რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს ახლიდან უნდა ვაგოთ პასუხი, თუ რაშია საქმე? რაღა დროს მარგველაშვილია, – ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან დაცვა მოეხსნება.
“რაღა დროს მარგველაშვილია და რაღა დროს მაგ კანონში ცვლილებაა. რა პირადი ანგარიშსწორება, ცვლილება შარშან მივიღეთ და დღეს დავიწყეთ ანგარიშსწორებაზე საუბარი?! სერიოზულია ეს ყველაფერი?“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.