როდის ამოქმედდება და რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება

დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველი აგვისტოდან ქალაქში ზონალური პარკირების წესი ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, საათობრივი პარკირების გადასახადი პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს პროცესი ერთი თვით გადაიწევს. მიზეზი დედაქალქის მერის განცხადებით ავტობუსების პარკის განახლებაა. კალაძის თქმით, პირველ ივლისამდე ვერ ესწრება ავტობუსების სრულად ჩამოყვანა ამიტომ ზონალური პარკირების წესი ერთი თვით გადაიწევს.

„დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალური საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია.ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში გარემოს დაბინძურების და საცობების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა.კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული. 90 ერთეული „მანის“ ავტობუსები შევიძინეთ და 40 ჩამოვა უახლოეს ერთ თვეში, თვენახევარში და მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს.სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზონალური პარკირება. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო პირველი ივლისიდან, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ივლისის ნაცლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის საპილოტე არეალი კოტე აფხაზის ქუჩა და აბათონუბანი იქნება, 1 ლარიდან 3 ლარამდე ეღირება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება”, – თქვა კახა კალაძემ.