რა გახდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდების დაპირისპირების მიზეზი

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მე-11 კლასელი ბიჭების დაპირისპირების მიზეზი, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მოხვდა.

„ამ კლასში ბავშვები „სეკრეტ-სანტას“ თამაშობდნენ. სწორედ ეს თამაში გახდა ბიჭებს შორის გაუგებრობის მიზეზი. როცა მათ შორის კამათმა უფრო რთული ფორმა მიიღო, თვითონვე გადაწყვიტეს, რომ სხვებს გარიდებოდნენ და ტუალეტში შევიდნენ. იქ წარტყმა-წამორტყმაში და ძიძგილაობაში ერთ-ერთს მეორის იდაყვი მოხვდა თვალში. ვაიმე, თვალიო, რომ დაიძახა, მანდატურები შევიდნენ. ისინი ისედაც იქვე შორიახლოს იყვნენ. მათი შესვლის შემდეგ ეს დაპირისპირება დასრულდა, თუმცა, ბიჭს თვალი ჩაულურჯდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს და ის გამოსაკლვლევად, პრევენციისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონფლიქტი მეტად აღარ გართულებულა“ – უამბობს „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი.

სკოლაში ამბობენ, რომ მოზარდი საავადმყოფოდან უკვე გამოეწერა.