ქალების 20%–ს პირველი ჭაღარა 30 წლის ასაკში უჩნდება. მართალია ეს სიბერის პირდაპირი ნიშანი არ არის, მაგრამ ჩვენს ფსიქიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ისევე როგორც თვალის გარშემო გაჩენილი პირველი ნაოჭები.
ქალების დიდი ნაწილი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ზოგიერთი “უწყინარი“ ჩვევა და წესი ჩვენს ბიოლოგიურ საათს აჩქარებს და შესაძლოა ორგანიზმში ისეთი პროცესებიც განვითარდეს, რაც ჭაღარა თმისგან განსხვავებით ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა შედეგი სავალალო აქვს. ინტენსიური გარუჯვის გარდა, რომელიც ფოტოდაბერების მთავარი სუპერაქტივატორია, არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომლებიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუ არ გინდათ დროზე ადრე მოგიწიოთ სიბერის ნიშნებთან ბრძოლა.
1. ცხოვრების უძრავი წესი
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა American Journal of Epidemiology–ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი უჯრედების დაბერებას აჩქარებს. თანაც ეს სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ქალები, რომლებიც დღეში 8–10 საათს ჯდომაში ატარებენ (მაგალითად კომპიუტერთან) შეიძლება საკუთარ ბოლოგიურ ასაკზე 9 წლით უფროსად გამოიყურებოდნენ. თუმცა დროზე ადრე პანიკაში ნუ ჩავარდებით. საკმარისია დღეში 30 წუთიანი გასეირნება და კიბის ხუთ უჯრედზე ასვლა, რომ დამამძიმებელი ეფექტი შეამსუბუქოთ.
2. სმარტფონების გამოყენება
კანის ნაადრევი დაბერების ერთ–ერთი მიზეზი სმარტფონები და მობილური მოწყობილობებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ტელეფონების და კომპიუტერის ეკრანების ძლიერი გამოსხივება ადრეულ ფოტოდაბერებას– კოლაგენის რღვევას იწვევს. ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. კიდევ ერთი გვერდითი გაჯეტ–ეფექტი სახის დაკიდებული კონტური და მობერებული კისერია. ეს სიმპტომები სმარტფონების მფლობელთა 77%–ს აღენიშნება. მიზეზი ის არის, რომ ისინი მთელ დღეს მესენჯერში ან სოციალურ ქსელში თავჩარგული, ანუ დახრილი თავით ატარებენ.
3. ალკოჰოლი
უნდა გვახსოვდეს, რომ ალკოჰოლის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა თქვენს გარეგნობაზე დამღუპველი გავლენა იქონიოს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ის თმაზე და კანზე. თუ 20+ ასაკში იმუნური სისტემა საკმაოდ სწრაფად ახერხებს აღდგენას ნაბახუსევზე, 30+ და 40+ ასაკში ორგანიზმი ალკოჰოლის შედეგებს უკვე ძნელად ერევა.
ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზედმეტი გამოყენება საშუალო ასაკში მეხსიერების პროგრესირებად დაკარგვას უწყობს ხელს. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სასმელი, მაგალითად წითელი ღვინო ზომიერი რაოდენობით ორგანიზმისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლს საერთოდ არ სვამენ, იშვიათად აწუხებთ ცელულიტი და უფრო დიდხანს ინარჩუნებენ კანის ტენიანობას.
4. სევდა და სტრესი
კომპანია Steelcase–ის გლობალურმა კვლევამ 12 000 დასაქმებული მოხალისის მონაწლეობით მთელი მსოფლიოდან დაადასტურა: ქალების დიდი უმრავლესობა ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას და კოლოსალურ სტრესულ დატვირთვას განიცდის. ეს იმას იწვევს, რომ მუდმივად თავს დაღლილად გრძნობთ, კარგავთ პირად მოტივაციას. შედეგად კი სწრაფად ბერდებით. როგორ გავიმხნევოთ და უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ თავი?
ნიუ იორკელი მედიკოსები შინაური ცხოველის შეძენას გვირჩევენ. მათი აზრით კატების მფლობელებს გულ–სისხლძარღვთა დაავადების რისკი ნაკლებად აქვთ. ძაღლების პატრონებს კეთილდღეობის მაღალი დონე და ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება. კურდღლის ან ზაზუნას პატრონები კი კომუნიკაციის უნარებს იუმჯობესებენ. პოზიტიური განწყობა და ფსიქოლოგიური განტვირთვა დაძაბული დღის შემდეგ კანის ელასტიურობაზე და ტონუსზეც დადებითად აისახება.