რა იგეგმება თბილისში: რა დაჯდება და როდის აშენდება?

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 29 იანვარს წარადგინა 23 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტები 2019-2020 წლებს მოიცავს. რადიო თავისუფლებამ მერიაში დააზუსტა ყველა პროექტების ღირებულება და შესრულების ვადები. ამ ჩამონათვალის მიხედვით შესაძლებელია დაპირებათა შესრულების გაკონტროლებაც.

გორგასალის ქუჩის სანაპიროს განვითარება;

დაგეგმილია მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბის გაყვანა და ქუჩის დათმობა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. გამწვანება 10 ჰექტარი ტერიტორია და აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ “ავლაბართან” გადავა.

ბიუჯეტი: 110 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019- 2020 წელი.

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია; დაწყებულია მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზების მოწესრიგება, შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგეგმება გამწვანებისა და გარეგანათების განახლება.

ბიუჯეტი: საგზაო ინფრასტრუქტურა – 45 000 000 ლარი. გარე განათება – 7 000 000 ლარი. გამწვანების საპროექტო არეალი – 7 085 489 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;

ბიუჯეტი: 20–30 მილიონი ლარი.
პერიოდი : 2019- 2020 წელი.

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი (ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი) ახალი გზის მშენებლობა;

ბიუჯეტი: 18 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

“დიღმის ჭალები” – ახალი პარკის მშენებლობა (გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორია); მოეწყობა გამწვანებული სივრცე სპორტული მოედნებით, ამფითეატრით, კაფე-ბარებით;

ბიუჯეტი: 11 620 192 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით, აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები.

ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019-2020 წელი.

ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით, აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები.

ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019-2020 წელი.

ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (“კიკვიძის პარკი”) სრული რეკონსტრუქცია; იგეგმება ახალი დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეების შექმნა, მოეწყობა ამფითეატრი და დაიგება ველობილიკები.

ბიუჯეტი: 4 900 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით);

ბიუჯეტი: 50 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019-2020 წელი.

გუდიაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 45 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019-2020 წელი.

ი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით); მოწესრიგდება დაძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები – საგზაო ინფრასტრუქტურა, გარეგანათებები, შეიქმნება მწვანე სივრცეები, შეიქმნება სპეციალური საავტობუსო ზოლები.

ბიუჯეტი: 13 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 9 900 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 1 600 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 10 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 3 800 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

სოფელი დიღომი – კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება;

ბიუჯეტი: 3 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

მუხიანის აგარაკები – საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება;

ბიუჯეტი: 1 900 000 ლარი.
პერიოდი : 2018- 2019 წელი.

სასტუმრო რედისონის ქვეშ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 2 000 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილ ელბაქიძის) ქუჩაზე ამოსასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია;

ბიუჯეტი: 1 300 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

მონუმენტის “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია; მოეწყობა მწვანე სივრცე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, განათების ბოძები და შეიქმნება ხელოვნური ტბა.

ბიუჯეტი: 3 553 970 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

გზაგამყოფი კუნძულების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბანში:

ბიუჯეტი: 753 773 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.

სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია:

ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი.
პერიოდი : 2018- 2019 წელი.

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა;

ბიუჯეტი: 2 700 000 ლარი.
პერიოდი : 2019 წელი.