ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერი შეიცვლება, ჯერ კიდევ ახალ წლამდე გავრცელდა.
კულუარული ინფორმაციით, რომელსაც სხვადასხვა წყარო ადასტურებს, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია. გახარიას თანამდებობიდან გაშვება ივანიშვილისგან დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად მოითხოვეს. მიზეზი ირანულ კომპანიებთან მისი კავშირია, რომლებიც ამერიკული სანქციებისგან თავის არიდებას და ფულის გათეთრებას საქართველოში ახერხებდნენ. ამ ინფორმაციას ოფიციალურად რა თქმა უნდა, არავინ ადასტურებს, თუმცა გახარიას ირანული კავშირების შესახებ ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ.
ივანიშვილი იძულებულია გახარიას შეელიოს, თუმცა მისი შემცვლელის მოძებნა ადვილი არ არის. საარჩევნო წელს ივანიშვილი ე.წ. ტექნიკური პრემიერ მინისტრის იმედად ვერ დარჩება. გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა კი გუნდში არ ყავს. მისი გუნდის ყველაზე მაღალ რეიტინგულ ფიგურას, კალაძეს ივანიშვილი არ ენდობა. შესაბამისად, დიდი არჩევანი არ აქვს და პრემიერად სავარაუდოდ თვითონ მოუწევს დაბრუნება.
დღეს გახარიამ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებს მოუწოდა ნუ აჩქარდებიან და ფინალურ სერიას დაელოდონ.
“მოდით ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ. თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, “დაგასპოილეროთ” გინდათ? დაელოდეთ ფინალურ სერიას,”-განაცხადა გახარიამ.
კულუარული ინფორმაციით გახარიას თანამდებობიდან წასვლა არ უნდა, თუმცა იცის რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და აღარ შეიცვლება. ამიტომაც მან ივანიშვილს შს მინისტრად დაბრუნება თხოვა. უცნობია, რა პასუხი მიიღო ამ თხოვნაზე, თუმცა სავარაუდოდ გახარიას შს მინისტრად დაბრუნება დასავლელი პარტნიორებისთვის მისი საეჭვო ირანული კავშირებიდან გამომდინარე ისევე მიუღებელია, როგორც მისი პრემიერობა.