ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მაშინ, როცა იგივე დანაშაულისთვის სხვების მიმართ სასამართლო დაუნდობელია, რატომ გაათავისუფლეს ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეჭვს იწვევს, ის ფაქტიც რომ არ ხმაურდება საქმის დეტალები, რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს მსახიობის მანქანიდან და რატომ არ მოითხოვა საგამოძიებო უწყებამ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, როცა სხვა პირების შემთხევებში, დაკავება მინიმუმ ორთვიანი წინასწარი პატიმრობით სრულდება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჯიბღაშვილი თავისი დაბადების დღის წვეულებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან ერთად სუფრასთან იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მომენტში მსახიობი სწორედ ვინმე კახას სახელს ახსენებდა.სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ჯიბღაშვილი, სწორედ საბანაძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.
ციხიდან გამოსულმა ჯიბღაშვილმა კახა საბანაძესთან ნაცნობობა დაადასტურა, თუმცა უარყო რომ დაკავების მომენტში დასახმარებლად მინისტრის მოადგილეს ახსენებდა. მსახიობის განცხადებით,
ის ითხოვდა ერთ-ერთი ადვოკატის, კახა ასლანიშვილის ან ამირან გიგუაშვილის დასწრებას.
ჯიბღაშვილის მოულოდნელ გათავისუფლებაზე განცხადება გაავრცელა “გირჩმაც” და ფაქტს შერჩევითი სამართალი უწოდა. პოლიტიკურ გაერთიანებაში შეკითხვები აქვთ პრკურატურის მისამართით. “გირჩში” ჯიბღაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან, თუმცა მათი შეკითხვები საქმის დეტალებს შეეხება, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გვიან ღამით გაათავისუფლეს.
ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით ედება , რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო გშეუფარდა.