მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტროში ჩასულ მგზავრებს უკან აბრუნებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეები ვაგონებიდანაც გამოიყვანეს.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ გოცირიძის გარე ტერიტორიაზე, სადენები დაზიანდა. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს .
ამ დროისთვის მეტროს მხოლოდ მეორე ხაზი მუშაობს.