აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს 26 მაისთან დაკავშირებით წერილი მისწერა- – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„წერილში ასევე საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის გამოხატული მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური გამოწვევის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხედველობაშია ის კონტრიბუცია, რომელიც შეგვაქვს აშშ-სთან და ნატოელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.