რა წერილი მისწერა მამუკა ხაზარაზემ თანამშრომლებს გუშინ, პრესკონფერენციის შემდეგ. თიბისი ბანკის შიდა ქსელში გაგზავნილი წერილი რუსთავი 2 – მა გაასაჯაროვა.
“ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს. ამას ვერ დავუშვებთ! ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ. ამას ვერ დავუშვებთ! დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში. ჩვენ ვიბრძლებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ”,წერია წერილში.
თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას