გორის რაიონული სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა გაამტყუნა და დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
არასრულწლოვნის მეუღლის ნათესავები სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტთან საპროტესტო აქციები დააანონსეს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.