“რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და”- სალომე ზურაბიშვილის ცინიკური კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მან ეს კომენტარი  სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოსტის ქვეშ დაწერა.  

ფეისბუქის მომხმარებელი რუსიკო სტურუა სოციალურ ქსელში წერს: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“.

სწორედ ამ პოსტის ქვეშ აკეთებს სალომე ზურაბიშვილი ცინიკურ კომენტარს. 

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა,  ის კანონპროექტი ჩააგდო რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. სწორედ  ამის შემდეგ პარლამენტთან დემონსტრაციები დაიწყო. სამშაბათს კი კვლავ პარლამენტის პიკეტირება დაანონსდა.