ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს- შაქარიშვილი

“დაიცავი  საქართველოს” შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშო სიმპტომია, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხდება იმ ადამიანების დაცვა, ვინც წინა რეჟიმთან ასოცირდება.

„რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ – ის ხალხი, რეალურად, ვისთანაც იყო დაკავშირებული უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები – სასამართლოში, პარლამენტში, ზოგადად, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა,“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს- შაქარიშვილი