“რა საინტერესოა, ვინ მოიშორა ?!”-რა კავშირი აქვს უკრაინაში ლიკვიდირებულ კრიმინალს გიორგი სანაიას მკვლელობასთან

უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან 10 დღის წინ ორ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. დღეს დაკავებისას კი საქართველოს მოქალაქემ, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

უკრაინაში ლიკვიდირებული პირი ცნობილი ქართველი კრიმინალი შოთა ჭიჭიაშვილია, მისი სახელი არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორის მკვლელობებსა და ადამიანების გატაცებებს.

მისი სახელი ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს 2018 წელს დაუკავშირდა და საქმეზე ხელახალი ძიება დაიწყო. ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციას გამოეხმაურა გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია. მისთვის ქართველი კრიმინალის ლიკვიდაცია კითხვის ნიშნებს აჩენს.

“რა საინტერესოა, ვინ მოიშორა ?!

ბოლოს, გამოკითხვაზე რომ ვიყავი პროკურატურაში, მას შემდეგ არც დაურეკავთ”-წერს სოციალურ ქსელში ვახო სანაია.

ციხისთავი სკნადალურ ინტერვიუში ყვებოდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა მაშინდელ მთავრობაში დაიგეგმა და სანაია  შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა.