საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.
ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობაზე გადაინაცვლა. კახა კახიშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.