{{ARTICLEIMAGE}}
მეუფე პეტრე საგაზაფხულო სინოდის სხდომის მიმართ გაგზავნილი იმ წერილის გასაჯაროებას გეგმავს, რომელშიც მისი თქმით, ის მოითხოვს, რომ სხდომაზე განიხილონ საპატრიარქოს თანამშრომელთა უპასუხიმსგებლო განცხადებები.
“წერილი პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდს მიმართ – რომ საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო. ვითხოვდი, რომ ყოფილიყო კომისია შემქნილი და შეფასებული სასულიერო პირების უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლებისა. შეიძლება, გავიხსენოთ დღემდე საპატრიარქოს იურისტად წოდებული პიროვნება, ედიშერ ქარჩავას სახით, რომელიც დღემდე დაუსჯელია და ჩემი ინფორმაციით, ისევ საპატრიარქოს თანამშრომელია, რომელმაც ცილისმწამებლურად , ეთერში, საჯაროდ დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება და ა.შ.”, განაცხადა მეფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას














