მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაზე გადაცემა მთავარ აქცენტებში ისაუბრა და სკანდალური ეპიზოდი გაიხსენა. “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ – მამუკა ხაზარაძის განცხადებით ეს ფრაზა მას ივანიშვილმა 2017 წელს უთხრა, როცა პორტის მშენებლობა საწყის ეტაპზე იყო.
“არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს.20 მილიონი უკვე ინვესტირებული გვქონდა პორტში, ე.წ. წინა განვითარების პროგრამაში.მიდის გეოლოგია, უცხოელები ჩამოსული და ასე შემდეგ.მე სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა რომ მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი…
ასეთი რაღაც მითხრა: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში.
მე მეგონა შაყირთან მქონდა საქმე. მე ვუთხარი ის კომპანია, ესესეი მარინი, რომელიც ამ ამ პროექტის მმართველი უნდა იყოს 25 წელი, ყვითელი ზღვაც იციან და წითელი ზღვაც და შავი ზღვაც…. მივხვდი რომ იუმორზეც აღარ გვქოონდა საუბარი. თქვა, რომ მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი გამაგრებულიყო პრემიერად რომ დავნიშნე და რაღაც სალაპარაკო ქონოდა ხალხთან და მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლაო ძალიან ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო.
ახლა გამოვლენ ოცნება, უცებ გაივლება მესიჯბოქსი – იტყვიან ხაზარაძე ჭორაობს.
თვალებში გიყურებთ და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას: ქვეყანა არის დიდი საფრთხის წინაშე, ქვეყანას უკვდება და იკვლება პერსპექტივა. ანაკლია არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ანაკლიის პროექტი არის შემოტრიალების წეტილი, ჩვენი რუქაზე დასმის წერტილი. უსაფრთხოების წეტილი. ანაკლია არის ათასობით სამუშაო ადგილი და ერთხელ და სამუდამოდ ღირსეულ პარტნიორად შესვლა ჩვენს სამეზობლოში.
იმ შეხვედრაზე ვუთხარი… ვერაფერი არგუმენტი ვერ მოვიფიქრე, იმიტომ რომ დავინახე რომ ერთ კაცს შეუძლია ასე ხელაღებით ყველაფერი გადაშალოს – მინისტრთა კაბინეტი, ინვესტირება და ასე შემდეგ.კითხვა დავუსვი , ხალხს რა ვუთხრათ მეთქი.ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.
გადის პერიოდი, ჩვენ ამას არ ვუგდებთ ყურს, 2017– ში ვხსნით მშენებლობას, თუ გახსოვთ სურათი სადაც ყველა ერთად ვდგავართ და დავიწყეთ ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა. 2018 წლის გაზაფხულზე ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, ხდება პარტიის თავმჯდომარე. კვირიკაშვილი მირეკავს და მეუბნება, ივანიშვილთან ვართ დაბარებული, ამბობს რომ ანაკლიის თემა უნდა განვიხილოთ. შეხვედრაზე მან თქვა: მქონდა სხვა აზრი ანაკლიასთან დაკავშირებით, ახლა დავბრუნდი პოლიტიკაში და ვთვლი, რომ ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მინდა გიორგის მადლობა გადავუხადო, რომ კბილებით მოათრია ეს პროექტი აქამდე და მამუკასაც. ვიფიქრე, რომ ალბათ აზრი შეიცვალა. ამის შემდეგ ორ კვირაში დაახლოებით კვირიკაშვილი მიემგზავრება ამერიკაში, ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას ატარებს ტრამპთან, მერე ვიცე პრეზიდენტს მიყავს სახლში ვახშამზე. ბრუნდება. ორ კვირაში თუ სამ კვირაში გიორგის ხსნიან და სამ კვირაში იწყებენ გამოძიებას თიბისის მიმართ. რაღა ახსნა უნდა ამას. ჩვენ მივექანებით არა დასავლეთისკენ, ჩვენ მივექანებით ჩრდილოეთისკენ.
კითხვაზე, რატომ არ თქვა ეს ყველაფერი 2017 წელს, ხაზარაძე პასუხობს:
“ჩემი ამოცანა იმ დროს როგორც ბიზნესმენის იყო ყველაფრის ფასად სანამ პროექტი არ გაჩერდებოდა, ბოლო წუთამდე ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ეს პროექტი გაკეთებულიყო.“