რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება- გახარია იზორიას ძმის კადრებზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იზორიას ძმის კადრები ამაზრზენია და არანაირი გამართლება არ აქვს.

გახარიამ მთავრობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, პოლიციელი გაამართლა და აღნიშნა, რომ მას უარესი რეაქცია ექნებოდა.

,,მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, მექნებოდა უარესი რეაქცია. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე”,- ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს ის მაშინდელი შს მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, შემდეგ კი ზემდგომები მის გათავისუფლებას აიძულებენ.

შს მინისტრის თქმით, კიტა იზორია პოლიციელს ხელით არ შეხება, მიმართვა ,,ფორმას გაგხდი” კი დანაშაული არ არის.