“რაც უფრო დიდხანს დარჩება ხუნდაძე პარლამენტში, მით უფრო მძიმე ცხოვრება ექნება მომავალში” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში გავნითარებულ მოვლენებს აფასებს.

“დიმიტრი ხუნდაძემ თავის დროზე შეასრულა მავრის ფუნქცია და ახლა მას წასვლის დრო დაუდგა, თუმცა ამას ვერ ხვდება. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს დარჩება ხუნდაძე პარლამენტში, მით უფრო მძიმე ცხოვრება ექნება მომავალში.

შესაბამისად, კაკი ზოიძე, მეტნაკლებად სინდისიანი ადამიანი, კი არ უნდა წასულიყო, დიმიტრი ხუნდაძე უნდა გადამდგარიყო, იმიტომ რომ ვხედავთ მისი ინიციატივა ქვეყანას რა ძვირიც უჯდება.

ანუ, რაც არ უნდა „წაგახალისონ“, მორალი და ზნეობა უნდა არსებობდეს ნებისმიერ ადამიანში!

და მაჟორიტარობა უსინდისობას ნამდვილად არ ნიშნავს.

ზოგადად კი, საკმაოდ აგრესიული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს კი ივანიშვილს აწყობს, იმიტო რომ, კარგად გამოსდის „ნაცებისგან“ მტრის ხატის შექმნა” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.