“რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში უფრო კარგია”-ივანიშვილი ხაზარაძეზე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება თიბისის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ. 

“კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პარტიაში, უფრო სწორად პოლიტიკაში უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ქონდეს, რაც შეიძლება მეტი… ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ”, — განაცხადა ივანიშვილმა.