საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე გრიგოლ ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მას აქციის მოსალოდნელი დარბევის შესახებ ინფორმაცია შემთხვევით პოლიციელის გადამცემიდან გაიგონა.
“უნდა დადგინდეს ვინ გასცა ბრძანება რეალურად შეტევის დაწყებისა, როდესაც ვიდექით წინ და მოლაპარაკებებს ველოდებოდით და რაციაში მესმოდა: ესეიგი მიღებულია გადაწყვეტილება რომ ეს ყველაფერი 12 საათზე უნდა დასრულდეს? როდესაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,სამჯერადი გაფრთხილების გარეშე და გონივრული ვადის გარეშე რომ დაშლილიყო მანიფესტაცია სამართალდამცავებმა დაიწყეს შტურმი და დაიწყეს ყველაზე სახიფათო იარაღით გაზის და პლასტმასის ტყვიებით, ეს კითხვები მაქვს მე თორემ დანარჩენს ყველაფერზე გავცემ პასუხს იცით რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს”-განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაშაძე გამოკითხვაზე 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული. გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.














