ბათუმსა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი რამდენჯერმე ჩაირთო

რადიაცია შეუმჩნევლად, მაგრამ ძალიან აგრესიულად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისაგან, რათა ის მაინც ვიცოდეთ თუ რა უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

იაპონიიდან შემოსული ავტომობილების გამო ბათუმსა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი უკვე რამდენჯერმე განგაშის რეჟიმზე ჩაირთო. როგორც ცნობილია მანქანები რადიაქიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული.

ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტი ხელმოწერით ადასტურებს რომ იაპონიიდან იმპორტირებული ნისან იქს ტრეილი უკან არ დაუბრუნებიათ და საქართველოში შემოუშვეს მაშინ როცა რადიაციული გამოსხივება დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა.მათი მოთხოვნაა რომ გამოსხივების კერის აღმოჩენის შემთხვევაში მანქანის მფლობელებმა ავტომობილი უკან იაპონიაში დააბრუნონ ან სახელმწიფომ უზრუნველყოს ასეთი მანქანების დამარხვა.
არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს რომ სახელმწიფო ასეთი მანქანებით ბიუჯეტის შევსების გამო თვალს ხუჭავს.

რადიაცია უხილავი საფრთხეა, რომელიც გენეტიკაზე მოქმედებს და უმძიმეს დაავადებებს იწვევს. საქართველოს კანონმდებლობით ქვეყანაში აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი. პასუხისმგებელი კონტროლზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოა.