რაფაელ ნადალმა “საფრანგეთის ღია პირველობა” მეთორმეტედ მოიგო

“როლანდ გაროს” ფინალში  რაფაელ ნადალმა ტიმ დომინიკი დაამარცხა და  მეთორმეტედ გახდა  საფრანგეთის ღია  პირველობის გამარჯვებული.

ნადალმა დომინიკი ანგარიშით 6-3, 5-7, 6-1, 6-1 დაამარცხა.

33 წლის ნადალი მსოფლიოს მეორე ჩოგნად არის განთესილი.  ნადალი როლანდ გაროსის ფინალში არასოდეს დამარცხებულა. მას ტურნირზე 94 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ 2 მარცხი აქვს.