“რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ჰგონიათ, რომ უკვე მაგარი კომპანია აქვთ”- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.
“მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი… მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ… სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ – დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები” – განაცხადა თბილისის მერმა.