ნინოწმინდის საკრებულოში “ქართული ოცნები”-ს დეპუტატი, ვრეჟ მურადიანი, რომელიც ფეისბუქ-ლაივში ეფექტებით გავიდა, ამბობს, რომ ლაივში გასვლის დროს “თითი რაღაცაზე დაეჭირა”. ამის შესახებ მან გამოცემა სამხრეთის კარიბჭეს უთხრა.
“სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა. ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი, რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა, ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა”, — ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოცემა “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო სადაც, ნინოწმინდის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ვრეჟ მურადიანი, ფეისბუქ-ლაივიში გავიდა რათა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეჩვენებინა. თუმცა საკრებულოს წევრი ლაივში მგლის კოსმონავტისა და სხვა ეფექტებით გამოჩნდა.