შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები იმ პირების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები დააკლდათ.
ინფორმაციის მხიედვით, საქართველოში მართვის მოწმობის მოქმედების უფლება 125 ადამიანს შეუჩერდა. მათ შორის მისი მოქმედება შეჩერებული აქვს – 117 მოქალაქეს, ხოლო – 8 პირმა გამოცდა ჩააბარა.
სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ყველაზე მეტ – 61 პირს (რეზიდენტი პირი) დედაქალაქში ამოეწურა.
შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, სადაც უწყების ცნობით, ქულები 15 პირს (რეზიდენტი) ამოეწურა. მე-3 ადგილზე ამ მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც დოკუმენტის მოქმედება 8 პირს (რეზიდენტი) შეუჩერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ 100 ქულიანი სისტემიდან სხვადასხვა დარღვევის გამო ზოგადად ქულები დაკლებული აქვს ჯამში, 170 249 ადამიანს; ხოლო 1 025 068 პირს სრულად აქვს შენარჩუნებული მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა.