რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს – გია ხუხაშვილი

“რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს” – ეს განცხადება,  გია ხუხაშვილმა “რუსთავი 2-თან” “ქართულ ოცნებაში” დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე, რომ ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიდიხარ. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება. უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, პირველ რიგში და ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას. კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. კი ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, კაბინეტებზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა.

მთლად HR ჩამოაყალიბეს, ანუ მაია მიმინოშვილი, რომლის კვალიფიკაციას მე პატივს ვცემ, ჩემი კლასელია მაია და აიყვანეს HR-ად. პარტიის HR რა უბედურებაა, ერთი ამიხსენით. კობახიძეც უკვე, მგონი, ძველ გვარდიად თვლის თავის თავს და იმასაც კი გვიცხადებს, რომ ომამდე ტანკისტი და ყველაფერი თვითონ უნდათ დაიბრალონ ამათ, რომელიც მერე გამოიჩეკნენ საერთოდ. იქ თავების მარხვა დაიწყება, როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, სანამ გამოუწერენ პარტიის წიგნებს ვინმეს, მანამდე დამარხავენ“ – განაცხადა  ხუხაშვილმა.