ბიძინა ივანიშვილს ღვაწლის დაფასება არასდროს მოუთხოვია და ამ 7 წლის განმავლობაში შეიძლება 1-2 შემთხვევა იყო, მაგრამ რამდენიც დაუთესია, იმდენი არასდროს მიუღია,- განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ გაცილებით მეტი იყო კრიტიკა და თავდასხმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი შექებას იმსახურებს. ,,ვაზის ჯიში თუ გადაარჩინა, თუ საუნივერსიტეტო ქალაქს აშენებს, თუ ამდენი ეკლესია ააგო და გაარემონტა, რატომაც არ უნდა შევაქოთ, თუნდაც განათლების მინისტრმა, – ამბობს გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ექვთიმე თაყაიშვილთან შედარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.