რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ შალვა შავგულიძის რეალური სახე აჩვენა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხვალინდელ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ლადო კახაძე გაიმარჯვებს.
“კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი თანადგომა. რამდენიმე დღის წინ დებატები იყო და ლადო კახაძემ აჩვენა რეალური სახე შავგულიძის”, – განაცხადა კალაძემ.