თითქმის ერთი თვეა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი და ინტენსიური ხანძარი მძვინვარებს. გასულ წელთან შედარებით 80%-ით გაზრდილი ცეცხლის კერების რაოდენობა კი სტიქიასთან ბრძოლას ართულებს.
ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მისი ფართობი, 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ის დაახლოებით 17-ჯერ დაიტევს ინგლისსა და ირლანდიას.
ამაზონის ტყე მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და მოიცავს მთელ ბრაზილიას, ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, კოლუმბიას, ვენესუელას, გაიანას, სურინამს და საფრანგეთის გვიანას.
ჯუნგლების ჩრდილოეთით მოედინება მდინარე ამაზონი, რომელიც 6840 კილომეტრზეა გადაჭიმული და ერთმანეთთან მილიონიბით სხვადახვა წყლის არხს აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მდინარე ამაზონზე, მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ ის ნილოსის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარეა.
2007 წელს, მარტილ სტრელმა მდინარე ამაზონი გადაცურა. ამისათვის, მარტინი 66 დღის განმავლობაში, წყალში 10 საათზე მეტს ატარებდა.
500-მდე ადგილობრივი ტომი, ამაზონის ჯუნგლებს სახლს უწოდებს. ითვლება, რომ ამ ტომების 50%-ს, არასოდეს ჰქონია კონტაქტი გარე სამყაროსთან.
ამაზონის ტყეს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა აქვს. ჯუნგლებში შეგხვდებათ დაახლოებით 40 000-მდე სხვადასხვა მცენარის ჯიში, 1300 ფრინველი, 3000 სახეობის თევზი, 430 ძუძუმწოვარი და 2,5 მილიონი განსხვავებული სახეობის მწერი.
ამაზონის ტყე ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სასიკვდილოც. იქ ბინადრობენ საშიში და შხამიანი გველები, ხორცის მჭამელი პირანიები, შხამიანი ბაყაყები და იაგუარები.
ბუნებრივი სილამაზის ამ უზარმაზარ ნაწილს „დედამიწის ფილტვებს“ უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მცენარეები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს ითვისებენ და სანაცვლოდ ატმსოფეროში ჟანგბადს ათავისუფლებენ. დედამიწას, ჟანგბადის 20% ამაზონის ჯუნგლებიდან მიეწოდება, რომელიც 20 დღეზე მეტია იწვის.