,, რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი, რუსეთი მაინც ოკუპანტია”- გორში ანტისაოკუპაციო ნახატებს შლიან

გორში სტალინის გამზირზე დახატული ანტისაოკუპაციო ნახატი წაშალეს.ამის შესახებ თავად  ნახატის ავტორი 17 წლის სალომე თინიკაშვილი წერს.  ნახატი იმ შენობაზე 2018 წელს  განათავსა, რომელიც 2008 წლის ომის პერიოდში დაზიანდა. 

როგორც ნახატის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ რაც ნახატი წაშალეს, მან იქ წარწერა განათავსა – “არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ წაშლით ნახატს, რუსეთი მაინც ოკუპანტია”.

“  ამბავი გუშინდელ (მე2) ანტისაოკუპაციო ნახატის (მეორედ) წაშლაზე მთელი საქართველო ფეხზეა,მე კიდევ 17 წლის ასაკში თვითმფირნავების ხმის გაგონების დროს ხელებს გააუზრებლად ვიფარებ ყურებზე(ომის შემდეგ).გუშინ გადავწყვიტე ქალაქში, რომელიც 2008 წელს ომის ეპიცენტრი იყო, ანტისაოკუპაციო ნახატი დამეხატა (მეორედ,რადგან პირველი წაშალეს).პიროვნება (საქართველო) თვალის გარეშე, გულზე მავთულხლართით და ზევით წარწერით ,,რუსეთი ოკუპანტია”. სრულიად გაანალიზებულმა ავიკიდე აკრილებით სავსე ჩანთა და წავედი იმ ადგილას სადაც 2018 წლის 8 აგვისტოს ანტისაოკუპაციო ნახატი დავხატე (რომელიც რამდენიმე დღეში წამიშალეს). ტურისტებით სავსეა სტალინის გამზირი, აღარ ვსაუბრობ ადგილობრივ ხალხზე. ხალხის თვალი შეეჩვია ჩაცხრილულ შენობებს, ქალაქის ცენტრში მძინარეს. სწორედ ტყვიებით დალაქავებულ შენობაზე დავიწყე გუშინ ხატვა, სადაც ჩემმა მეგობრებმა პულივიზატორები შემომაშველეს. ფონი, წარწერა და პიროვნება მეხატა წითელი პატრიოტული სისხლით მჩქეფარე გულით. რამდენიმე კაცი მოვიდა, პოლიციის მანქანების ხშირი და ლოკოკინისებური სიარულის შემდეგ.

ერთი სიტყვით შემაწყვეტინეს ხატვა და წამოვედი, რაც უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს საკუთარ თავში, რომელსაც საკუთარი თავის ზიზღის სუნიც ასდის. ღამით იმ იმედით დავიძინე, რომ დილით ავმდგარიყავი და გავქეცულიყავი სტალინის გამზირზე, რომ დამემთავრებინა ნახატის პატარა დეტალი. ერთადერთი რაც გამაჩნია იარაღად, სიტყვა და ფუნჯია, ამ სიტყვის ჩახშობას კი ყვირილი მოსდევს ხოლმე, ეს კი არ იციან. ინგლისურის შემდეგ დილით თავქუდმოგელეჯილი გავიქეცი და შორიდან შევამჩნიე შავი ოთხკუთხედის სილუეტი. ძალიან გამიხარდა, რადგან გუშინ წასვლის წინ იმ პირებმა ფოტო გადაუღეს. მთელი გზა ვღელავდი, რომ წაშლილი დამხვდებოდა. თავიდან მეგონა არ იყო წაშლილი, რომ მივუახლოვდი დავინახე სულ გადაღებილი იყო. ფასადის დამახინჯებისთვის ლოგიკურად სულ შლიან, ეს კიდევ სულ გაშავებული იყო. რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი ,,აქედან ვერ ამოშლით”, რეალობა არ შეიცვლება, რუსეთი მაინც ოკუპანტი იქნება და მე მაინც შემეშინდება თვითმფრინავების ხმის. გამწარებულს რაღა უნდა მექნა, ამოვიღე ფლომასტერი და მივაწერე
,, რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი, რუსეთი მაინც ოკუპანტია.

ააშენეთ კედელი და ჩემი თაობა დაანგრევს მას!”მთელი საქართველი ფეხზე დგას, გორი კი კოჭლობს მაშინ, როდესაც უამრავ შენობას ტყვიის თხრილები აქვს, მერიასთან კი 11 წლის წინ გვამები იწვნენ. ქალაქმა უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, ჩვენ კი ჩუმად ვართ, ,,ყრუდ” ვართ, რასაც რამდენიმე დღის წინ ერთი თვალის ამოცლაც დაემატა. ამ შინაარსის ნახატის წაშლა #სირცხვილია მითუმეტეს მაშინ, როდესაც იქითა კედელზე ნინის გიორგი უყვარს, გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის ფასადი სავსეა წარწერებით და კულტურის ცენტრი, სადაც მრავალი კონცერტი ტარდება და უმრავი მუნიციპალიტეტი თუ ქალაქის მერია ჩამოდის, სავსეა უხამსი სიტყვებით .

ააშენეთ კედელი და ჩემი თაობა დაანგრევს მას, დაე ისე დაიძაბოთ თავისუფალ სიტყვაზე, როგორც არასდროს.
საოცარია წაშალონ ანტისაოკუპაციო ნახატი იქ, სადაც ომის ტყვიების შრამებია და ძალადობრივად ჩაგიხშონ ანტისაოკუპაციო აქცია იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთისგანაა ნატანჯი.
გაუმარჯოს საქართველოს!არც თქვენი ჯარიმის მეშინია, არც თქვენი ირონიული სიტყვის და არც თვალის დაკარგვის.”- წერს ნახატის ავტორი სალომე თინიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.