9 ოქტომბერს, შალვა თადუმაძის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, რომან გოცირიძის კითხვას, „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორის შესახებ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. 9 ოქტომბერს „დიდოსტატის მარჯვენას” შესახებ ინფორმაცია, google-ში 82 600-მდე ადამიანმა მოიძია. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებათადამცველი, ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სტატისტიკის მიხედვით google-ში 82 600 მდე ადამიანმა დაგუგლა დიდოსტატის მარჯვენა ვიკიპედიაში
თუ არ გჯერათ დაგუგლეთ“ – წერს ინგა ბერიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, თუ ვინ იყო „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორი, რაზეც მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არ იცოდა.