რამოსმა შესაძლოა რეალი ზაფხულში დატოვოს – პრობლემები მადრიდულ კლუბში

გავლენიანი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის რეალის კაპიტანი ზაფხულში რეალის დატოვებას გეგმავს.

სერხიო რამოსის წასვლის მიზეზი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კონფლიქტია. აიაქსთან წაგებული 1/8 ფინალური დუელის შემდეგ გასახდელში გუნდის კაპიტანსა და კლუბის მეპატრონეს შორის შელაპარაკება მოხდა.

როგორც გაირკვა რამოსს უკვე აქვს არაერთი შემოთავაზება ევროპული კლუბებიდან. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესპანელი.