თბილისის მერი კახა კალაძე მისი გადადგომის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თაკო ჩარკვიანის მოთხოვნას ხუმრობით პასუხობს. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ძალადობა ოპოზიციის მხრიდან იყო ინსპირირებული მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მათ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუეზე, ძალადობის მოწოდებებზე. ჩვენ მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები და ამას სამწუხაროდ, რეაგირება და შეფასებები არ მოჰყოლია”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანმა თბილისის მერის განცხადება, რომელიც ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ძაალდობის წახალისებად შეაფასა. “რასაც დასთეს, იმას მოიმკი” – კალაძის ამ შეფასებამ გამოიწვია ჩარკვიანის გაღიზიანება, რომელიც ამბობს, რომ თავს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ.