{{ARTICLEIMAGE}}
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას პრინციპული უწოდა.
მისი თქმით, არ შეიძლება, ქართული მართლმსაჯულება ჩაუვარდეთ საეჭვო გზით არჩეულ ადამიანებს: “მიმაჩნია, რომ ეს არის ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება. მისი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება, ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე აირჩევს. თუ კომიტეტს არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე, ამ შემთხვევაში არსებული კიდევ ორი მოადგილიდან ერთ–ერთი, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩვეს, შეასრულებს მოვალეობას. თავად ეკა ბესელიამ მის შემცვლელად კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა. რატომ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს და არა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც პოსტის დატოვებას მიუძღვნა. “მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს”, განაცხადა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ. ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეარჩევს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თავმჯდომარეობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი.
ამავე თემაზე:
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“ჩავაგდეთ პროცესი”: გოგიჩაიშვილი ბესელიასთან ერთად მიღწეული შედეგით ამაყობს
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)