ირანმა ცოტახნისწინ აღიარა რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოგდეს თუმცა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მხრიდან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებასთან ერთად, საქმის სრულად გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“დღევანდელი დილა კარგი არ იყო თუმცა სიმართლე გაირკვა. გამოძიების დასრულებამდე ირანმა აღიარა რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოგდეს თუმცა ამას გარდა ჩვენ ირანისგან ველით, რომ მზად იქნება სრული და ღია გამოძიებისთვის, პასუხისმგებლობის სამართლიანად დაკისრებისთვის, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებისთვის, კომპენსაციის გადახდისა და დიპლომატიური გზით ოფიციალური ბოდიშის მოხდისთვის”, – წერს ზელენსკი საკუთარი ფეისბუქ გვერდზე.
ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი მათ მიერ ნასროლი რაკეტა გახდა. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.