თბილისის მერი ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს. კახა კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით. თბილისის მერი ამბობს, რომ დღეს არსებული მოცემულობა მიუღებელია და მათი ამოცანა ამ მოცემულობის შეცვლაა, თუმცა კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როგორი იქნება ელიავას ბაზრობის მომავალი. მისი თქმით, განიხილება როგორც ბაზრობის გადატანის, ასევე მის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო კომპლექსის აშენების იდეა. კალაძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა და წინასწარ განცხადებების გაკეთება არ უნდა, ვიდრე მფლობელთან მოლაპარაკებები არ მოხდება ქალაქის ინტერესების და კერძო საკუთრების უფლების გათვალისწინებით.