ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ექოვეივსი“ (Echowaves) 22 აგვისტოს დაიწყო და 4 დღე გაგრძელდა. წელს ანაკლიამ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა, თუმცა ფესტივალზე მისული მსმენელების დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. მსმენელების უმეტესობა ფესტივალის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების არასათანადო ქცევაზე მიუთითებდნენ. როგორც ფესტივალის სტუმრები ყვებიან, პოლიცია მათ უსაფრთხოებას არ იცავდა და ხალხზე “ნადირობდა”.
ფესტივალზე 50-მდე ადამიანი კლუბური ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს და მათ 7000 ლარიანი გირაო და 5 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ, აქედან 16 ადამიანი კი ახლაც პატიმრობაში რჩება. მსმენელები სხვადასხვა ინციდენტს ყვებიან, იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები რომლებიც ჩხრეკას აწარმოებდნენ და რამდენჯერმე ისინი ფიზიკურად შეეხნენ დამსვენებლებს.სოციალურ ქსელში ვრცელდება ანაკლიაში გადაღებული ვიდეო.კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციელი ფესტივალის სტუმარს. ვიდეოს სოციალურ ქსელში სალი შონია ავრცელებს.
პრობლემები შეიქმნა ასევე ფესტივალზე შესასვლელ სამაჯურებთან დაკავშირებითაც, რომელზეც თანხა ირიცხება და შემდეგ სამაჯურით ფესტივალის ტერიტორიაზე იხდი თანხას. როგორც ერთ-ერთი დამსვენებელი ყვება სამაჯურზე თანხა ჩარიცხა თუმცა გაფუჭებული იყო და მისი გამოყენება ვერ მოახერხა.
“ასეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ექო ვეივზე ბოლო საღამოს ჩავედი. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ამ ფესტივალზე. მითხრეს რომ ტერიტორიაზე რამის შესაძენას მხოლოდ სამაჯურზე დარიცხული თანხით შევძლებდი, ასეც მოვიქეცი. გადავიხადე 2ჯერ და ბალანსი დამრჩა 41 ლარი. შემდგომ კუნძულზე გადავინაცლე (აფთერ ფართიზე), სადაც ამ სამაჯურით სარგებლობა ვერ შევძელი, სავარაუდოდ დაზიანებული არისო და გადახდა არ მოხერხდა. გადამახდევინეს ტერმინალით. (რომ მცოდნოდა, ტერმინალით გადახდა შესაძლებელი იყო, აუცილებლად გამოვიტანდი თანხას უკან, ვინაიდან ფესტივალი უკვე დამთავრებული იყო). როდესაც აფთერ ფართიდან წამოვედი, სარეგისტრაციო პუნქტი დახურული დამხვდა. მივწერე ექოვეივის გვერდს, მათ კი უარით გამისტუმრეს. ძალიან დიდი მადლობა, ჯერ იმისთვის რომ ასეთი ხარისხიანი სამაჯურები გაქვთ და კიდევ იმისთვის რომ უკან დასაბრუნებელი გზისთვის განკუთვნილი თანხის გარეშე დამტოვეთ. ზოგადად ძალიან “მაღალ” დონეზე გქონდათ ყველაფერი ორგანიზებული. მადლობა, ნახვამდის!”- წერს ერთ-ერთი დამსვენებელი.
“მადლობა ექოვეივს ყველაფრისთვის მადლობა რომ 2 აბი ექსტაზისთვის და 1 მარკისთვის 7000 ჯარიმა დამაკისრეთ მადლობა რომ 5 წელი პირობითი მაჩუქეთ მადლობა რო აყოლებული კარცერში 48 საათი დამსვით მადლობა რომ ეცადეთ ჩემი ფსიოლოგიის გაბზარვასმადლობა რომ არსეობობთ მადლობა რომ ესეთი კარგები ხართ მადლობა რომ ესეთი კარგი ორგანიზატორები გყავთ მადლბოა ყველაფრისთვის <3 <3 <3 მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და მადლობა რომ გადაცმული რეივერი პოლიციელები გყავთ თქვე არარაობებო წაშალეთ ეს პოსტი ! თუ მართლები ხართ და არა პირობითზე არამედ ციხეში გამიშვით მეტი რა შეგრჩენიათ ? “- წერს გიორგი გამეზარდაშვილი ექოვეივის ოფიციალურ გვერდზე.
“რატომ უნდა შერჩეთ ექოვეივსის ორგანიზატორებს ხალხის ასეთი გაწირვა ?პირველად ხო არ მოხდა მსგავსი რამ, ყოველ წელს იგივე ხდება და სხვა ფესტივალები და ივენთები ნათელი მაგალითია იმისა, რომ წინასწარი შეთანხმებით ორგანიზატორს შეუძლია არ შემოუშვას პოლიცია & შსს ღონისძიების ტერიტორიაზე. სად არის თეთრი ხმაურის მოძრაობა ?
სად არიან ‘მებრძოლი იდეოლოგისტი ლიდერები’ ? სად არიან უფლებებისთვის მებრძოლი დიჯეები, რომელთა სეტების დროს ხალხს კაპეზეზე მიათრევდნენ. გადაყავდათ და ვერ დაინახეს ?ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც ყველა ვთანხმდებით იმედია, რომ პოლიცია არ უნდა იყოს იმ ფესტივალზე რომელსაც კერძო დაცვა იცავს და ა.შ.ლაშა წურწუმიასნაირებს რატომ უნდა შერჩეთ ამხელა უპასუხისმგებლობა და დანაშაული მისივე ფესტივალის სტუმრების მიმართ ?”
“თუკი რამე იყო ამ ივენთში ღირებული, ლამაზი და დაუვიწყარი, ყველაფერი სტუმრების დამსახურებაა და არა თქვენი. (ორგანიზატორების)წარმოიდგინეთ, ყველა კომფორტი და პირობა მოაკელით, რაც უნდა ჰქონოდათ და ამის მიუხედავად, საკუთარი შინაგანი რესურსები დახარჯეს და ეს ყლეობა ბოლომდე მიგაყვანინეს. თქვენი წყალობით კი არ შედგა, მათ ჩადეს დადებითი ენერგიები და თქვენც არ შერცხვით. თორემყველაზე სამართლიანი იქნებოდა მანდ ერთი ახალგაზრდაც არ მოსულიყო და გეცეკვათ თქვენს დაკრულზე მარტოებს 🙂 არაუშავს, ჭკუას ვისწავლით და ნდობის ნატამალსაც არ გაღირსებთ რო. შემდეგში, გასართობად წამოსულები ციხეში არ ჩაგვაყუდოთ.
გამოენძრიეთ და რამე კომენტარი მაინც გააკეთეთ დაკავებულებზე, ასე მარტივად ვერ მოიხსნით პასუხისმგებლობას თქვე სალომე ზურაბიშვილებო.”