გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბოლო პერიოდში ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ექცევა.
ზედიზედ 3-ჯერ ის შეუძლოდ გახდა ოფიციალურ შეხვედრებზე. ფეხზე დგომის დროს მას აშკარად ეტყობოდა, როგორ კანკალებდა.
როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომ ოფიციალური შეხვედრის დროს პროტოკოლი შეიცვალა და მერკელმა ამჯერად ჰიმნის შესრულების დროს დაჯდომა არჩია. მან და დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა შეხვედრის დაწყებამდე მათი ქვეყნის ჰიმნებს მჯდომარე მდგომარეობაში მოუსმინეს.
უცხოური მედიის ცნობით, პროტოკოლის ცვლილება სწორედ მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
პირველად გერმანიის კანცლერი შეუძლიოდ 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელესნკისთან შეხვედრის დროს გახდა, თუმცა მაშინ განაცხადა, რომ ის დეჰიდრატაციას უჩიოდა და წყლის დალევის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო.
მერკელი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ამასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია.