რატომ არ დაესწრება მეუფე გრიგოლი სინოდის სხდომას

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის  ხვალინდელ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ მეუფემ ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავესწრებოდი და დავაყენებდი საკითხებს. თუმცა, ეს საკითხები არის სინოდზე დასაყენებელი და არა – ასე საჯაროდ. ამის აუცილებლობა და საჭიროება რომ არსებობდეს, ალბათ ვიტყოდი, არ გავჩერდებოდი. თუმცა, ეს არის საკითხები, რომელიც იქ უნდა დავსვათ, იქ უნდა დავაყენოთ, იქ უნდა ვისაუბროთ. სხვა შემთხვევებში არ ვთვლი სწორად ამ თემებზე საუბარს“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.