თურქეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
როგორც ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა და ქვეყნამ პრევენციისთვის ყველა ზომას მიმართა. საზღვრები ამჟამად ხუთ სახელმწიფოსთან : ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან და ერაყთან ჩაკეტა. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში : ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. შეზღუდვა ეხება ყველა მოქალაქეს მათ შორის თურქეთის მოქალაქეებსაც.
აეროპორტებში განთავსებულია თერმული მონიტორები, ასევე ირანთან და ერაყთან საზღვრებზე აშენდა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებიან.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაცულია, თუმცა ისინი სრულად არიან მობილიზებული და სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრებულია.
თურქეთს არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ მიმართა(იტალია და აშშ) ტესტ აპარატების თხოვნით, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.