{{ARTICLEIMAGE}}
საქართველო ამერიკის მიერ შერჩეულ პროსააკაშვილისეულ ელჩზე კატეგორიულ უარს ამბობს – ამ სათაურით სკანდალურ სტატიას ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.
მასალის თარგმანს Newsreport.ge გთავაზობთ:
სტატიიდან ირკვევა, რომ ამერიკელი კარიერული დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი პატარა ქვეყანაში ელჩად არ მიიღეს, რადგან საქართველოს მთავრობაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბრიჯიტ ბრინკი საკმაოდ კეთილგანწყობილია პროდასავლური ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, წერს Foreign Policy რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქართველო გამოცდილი დიპლომატის დანიშვნას სწორედ მიხეილ სააკაშვილისადმი ბრინკის დამოკიდებულების გამო არ ეთანხმება.
FP წერს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანი უეს მიტჩელი ლობირებდა, თუმცა გამოცემა აქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს და ჟურნალისტს თეთრ სახლში ამისამართებს.
“ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ელჩების პოზიციები ძლიერი, კვალიფიციური კადრების კანდიდატურით შეავსოს, მათ შორის საქართველოშიც. შიდა პროცესებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“,განუცხადეს FP-ს თეთრ სახლში.
“ბრინკის წარდგენისადმი წინააღმდეგობის გაწევა ხაზს უსვამს, რამდენად შორს წავიდა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის შემდეგ, რომელიც პროდასავლურია და ეწინააღმდეგება რუსეთის ჩარევას. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება“, რომელმაც საქართველოს დასავლური კურსი განაგრძო, თუმცა ამავე დროს, მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს აბალანსებს. ბევრი ამერიკული და ქართული წყარო აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების უკან დგას. მილიონერს, რომელმაც 90-იან წლებში, მოსკოვში დიდი ფული იშოვა, საქართველოში კონკრეტული ოფისი არჩეული არ აქვს, თუმცა ეს არ უშლის ხელს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სათანადო როლი შეასრულოს“,წერს FP, რომელიც სტატიის ბოლოს არჩევნების თემასაც ეხება და ივანიშვილის როლზე მიუთითებს.
“ივანიშვილის ფავორიტი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, როდესაც გასულ თვეს, არჩევნებში “სააკაშვილის პოლიტიკური მოწაფე“ გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავრობამ “ხმების მანიპულაცია” მოახდინა“,წერს ამერიკული გამოცემა.