თბილისის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” პარტიიდან გაუშვა, ყოფილ თანაგუნდელებს ბრალდებებს უყენებს. მისი თქმით, ქართული ოცნების კორუფციული ნაწილი დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უშლის.
,,რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში, ისევ ბატონი ბიძინას გვერდზე ზის და მისი მრჩეველია. რატომ ვერ იტანს ეს პარტია, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს. პარტიის კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც კონტრრევოლუცია აქვს მოხდენილი ქართულ ოცნებაში და რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ნორმალური, დემოკრატიული პროცესები განვითარდეს”,- აცხადებს კუხიანიძე.
ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მას ,,ქართული ოცნება” დაატოვებინეს.